logo_geo
eng_logo
ნიგერიაში ტერაქტის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა
- +

16 აგვისტო. 2017. 11:14



ნიგერიაში, ქალაქ მაიდუგურუში, ბაზრობასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 83 დაშავდა.


არსებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.


კიდევ ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა კი ახლოს მდებარე დევნილების ბანაკთან აიფეთქა თავი.


ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner