ნიგერიაში, ქალაქ მაიდუგურუში, ბაზრობასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 83 დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.
კიდევ ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა კი ახლოს მდებარე დევნილების ბანაკთან აიფეთქა თავი.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.