logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: ვფიქრობ, გოგი თოფაძის განცხადება ემოციურ ფონზე იყო გაკეთებული!
- +

20 თებერვალი. 2016. 11:35



გოგი თოფაძის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია,  „მურვან ყრუ არ სძულდა ისე საქართველოს მოსახლეობას, როგორც „რესპუბლიკელები",  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია გამოეხმაურა.  „რეპორტიორთან" საუბრისას  ჟვანიამ განაცხადა, რომ კოალიციაში შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს, მაგრამ ყველაფერი სხვა ფორმატში უნდა განხილულიყო.


„ბუნებრივია, გოგი თოფაძეს  ვერ დავეთანხმები, რადგან „რესპუბლიკელები" ჩვენი გუნდის წევრები არიან. მგონია, რომ ეს განცხადება ემოციურ ფონზე იყო გაკეთებული. კოალიციაში ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით  შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ  მსგავსი საკითხები სხვა ფორმატში შეიძლებოდა განხილულიყო", - განაცხადა ჟვანიამ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner