საბერძნეთმა ხანძრის ჩაქრობაში დახმარების გაწევის თხოვნით ევროკავშირს მიმართა.
ხანძარი ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამი დღის წინ გაჩნდა და მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის პრესმდივნის სტავროლა მალირის განცხადებით, ხანძრის ჩასაქრობად უფრო მეტი საჰაერო საშუალებაა საჭირო.
„ხანძარი სწრაფი სიჩქარით ვრცელდება. ხანძრის მასშტაბებისა და ინტენსიურობის გამო საბერძნეთმა საჰაერო საშუალებების მიწოდება მოითხოვა", - განაცხადა სტავროლა მალირიმ.
ამ დროისთვის ათეულობით სახლია დაზიანებული და ათასობით ჰექტარი ტყეა დამწვარი.