აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მიმართულია ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგზე, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი განზრახვა კიმ ჩენ ინმა უნდა გამოამჟღავნოს.
„ჩვენ მაინც დაინტერესებულნი ვართ იმაში, რომ გამოვძებნოთ დიალოგის შესაძლებლობები. თუმცა, ყველაფერი კიმ ჩენ ინზეა დამოკიდებული", - განაცხადა ტილერსონმა.
ივლისში ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების ორი გამოცდა ჩაატარა, რამაც აშშ-ის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვია.