logo_geo
eng_logo
ფეხბურთის ფედერაციამ „ლოკომოტივი“ და „ტორპედო“ 20-20 ათასი ლარით დააჯარიმა
- +

16 აგვისტო. 2017. 14:11



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა 11 აგვისტოს ჩაშლილი „ლოკომოტივი" - „ტორპედოს" მატჩის საკითხი განიხილა.


კომიტეტმა ორივე კლუბი 20 000-20 000 ლარით დააჯარიმა. მომდევნო საშინაო მატჩს „ლოკომოტივიც" და „ტორპედოც" ცარიელ სტადიონებზე ჩაატარებენ.


კლუბებს სეზონის ბოლომდე პირობითი სასჯელი დაეკისრათ, რაც იმას გულისხმობს, რომ მსგავსი ქმედების გამეორების შემთხვევაში 3 ქულა დააკლდებათ.


11 აგვისტოს „ლოკომოტივი" „ტორპედოს" 2:0 ამარცხებდა. თამაშის დაწყებიდან მალევე ერთ-ერთი გუნდის გულშემატკივრებმა მოედანზე სხვადასხვა საგნები, მათ შორის პიროტექნიკა გადმოყარეს.


„ლოკომოტივის" სტადიონზე, თამაშის დროს, ერთმანეთს გუნდების გულშემატკივრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტის გამო მატჩის მიმდინარეობა შეწყდა.


ჩაშლილი შეხვედრა „ლოკომოტივის" სათადარიგო მოედანზე 14 აგვისტოს განახლდა და გუნდებმა დარჩენილი 7 წუთი ითამაშეს, შეხვედრა „ლოკომოტივმა" 2:0  მოიგო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner