ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, ასევე სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, გაზგასამართი სადგური აფეთქდა.