logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ტურისტებს დაკარგავს!
- +

16 აგვისტო. 2017. 15:10



რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს, რომ უცხოელებს ატყავებენ და თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ტურისტებს დაკარგვს.


„თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ტურისტებს დაკარგვს. ატყავებენ უცხოელებს, ნაცისტების არ იყოს, ყველა ქართველს ერთ დღეში მილიონერობა სურს (ალბათ, ამიტომაც ვერ იტანენ ნიჭით და შრომით შეძენილ დოვლათის პატრონს!). როგორია, აეროპორტიდან ბათუმამდე - 150 ლარს ართმევენ! ერთი საწოლი (ღამის გასათევი) - 150. ვინც უკვე იგემა ფასები, ჩვენ მეზობელ ქვეყნებს ვგულისხმობ - საკვები თან ჩამოაქვთ, მანქანებში სძინავთ! რა დაგვემართა? გაგვხრწნეს? თუმცა, იტალიაში იმავეს წავაწყდი! მაგრამ..." - წერს რობერტ სტურუა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner