logo_geo
eng_logo
ხურჩაში „ბორდერიზაციის“ პროცესის შედეგად ადგილობრივებს 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე აქვთ წვდომა შეზღუდული
- +

16 აგვისტო. 2017. 15:37



საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ხურჩაში მიმდინარე პროცესები 19 სექტემბერს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე განსახილველად დადგება.


სუს-ის ინფორმაციით, სოფელ ხურჩის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარე წლის აპრილში, ხის ბოძების ინსტალაციით დაიწყო, ხოლო აგვისტოს თვეში აღნიშნულ ბოძებზე მავთულხლართების გავლება მოხდა.


„ბორდერიზაციის პროცესის შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას დაახლოებით 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე შეზღუდული აქვს წვდომა. აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. აღნიშნული საკითხი განსახილველად დადგება 19 სექტემბერს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე გალში", - აცხადებენ სუს-ში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner