logo_geo
eng_logo
ბუბა კიკაბიძე: პირველად რომ ვიმღერე „უკანასკნელი მეფაიტონე“, ექვსჯერ გამამეორებინეს...
- +

11 აპრილი. 2016. 18:26

 

 

მომღერალი ბუბა კიკაბიძე „პრაიმტაიმთან" „უკანასკნელი  მეფაიტონეს" შექმნის ისტორიას იხსენებს.


 

ჯერ იყო „დიელო", მერე „ორერა". ამ ანსამბლზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. ასეთ რამეს ვერც ერთი მსახიობი ვეღარ ნახავს, რაც ჩვენ იმ წლებში ვნახეთ და გავაკეთეთ. გოგი ცაბაძე, ჯანსუღ კახიძე, მორის ფოცხიშვილი, პეტრე გრუზინსკი თანამშრომლობდნენ ჩვენთან. ანშლაგები იყო ჩვენს კონცერტებზე. იმ პერიოდში ერთი ძმაკაცის სანახავად მივედი საავადმყოფოში. ერთი მოხუცი კაცი იწვა გვერდით. ხილი მივუტანე ძმაკაცს და იმასაც დავუდე. ვერ მიცნო, გამიკვირდა. მაშინ უკვე გვცნობდა ხალხი. ექიმი რომ შემოვიდა, ვკითხე, რა დიაგნოზი აქვს-მეთქი. არაფერი, სიბერისგან კვდებაო, მითხრა.

 

გამომშვიდობებისას დასამშვიდობებლად მივედი კიდევ. ხელი მომკიდა და მითხრა, მე რომ მის სახლთან ჩავივლიდი, ჩემი მტრედი ფანჯრიდან მიყურებდაო. ახლაც ცრემლები მომდის, რომ მახსენდება. მორის ფოცხიშვილთან მოვყევი ეს ამბავი, მეფაიტონე იქნებოდაო, მითხრა. მაშინ გავაკეთეთ ბალადა, უკანასკნელი მეფაიტონე". პირველად რომ ვიმღერე ეს სიმღერა, ექვსჯერ მამღერეს დარბაზის თხოვნით", - ამბობს ბუბა კიკაბიძე.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner