logo_geo
eng_logo
გიორგი ერმაკოვი: ბუნებრივი აირის საამქროს, რომელიც აფეთქდა, ჩვენგან მუშაობის თაობაზე ნებართვა არ ჰქონია
- +

16 აგვისტო. 2017. 15:46

 


ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ბუნებრივი აირის საამქრო აფეთქდა, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი მივიდა.


მისი თქმით, ზარალის შესწავლა მოხდება და მოქალაქეებს სათანადო დახმარება გაეწევათ.


ერმაკოვის განცხადებით, ასევე მოხდება მომხდარის დაუყოვნებლივ შესწავლა. მერი არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.


მისივე თქმით, აღნიშნულ საამქროს მუშაობის უფლებაზე მერიისგან შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner