ბათუმში აფეთქების შედეგად მომხდარი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის - გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია 3 ადამიანი. ბათუმში გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად ორი სახლი მთლიანად დაინგრა, ორს კი ხანძარი გაუჩნდა და დაზიანდა. აფეთქების შედეგად ასევე დაიწვა 5 მანქანა.