მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში წერs, რომ Gem Fest-მა არ გაამართლა, ისევე როგორც კაზანტიპმა!
„1. ჯემ ფესტმა არ გაამართლა, ისევე როგორც კაზანტიპმა! (არც მორალურად, არც ფინანსურად, არც ტურისტების მოსაზიდად);
2. ანაკლიაში ყველას უნდა მიეცეს ფესტივალის ჩატარების საშუალება (სხვადასხვა ჯგუფებს კონკურსის წესით უნდა შეეთავაზოს სუბსიდირება (ინფრაქსტრუტურულ ნაწილში) - ან თავდებობა საბანკო დაწესებულებებთან;
3. რაც არ ამართლებს, ის უნდა დაიხუროს სწრაფად და დაიგეგმოს ახალი, ეფექტური!
ეს მოკლედ.
გრძლადაც შეიძლება!" - წერს კობახიძე.