სამართალდამცველებმა ლილოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ძებნილი პირი დააკავეს.
დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით ედება ბრალი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ამასთან, შსს-ს ცნობით, ბრალდებულს დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა 2013 წელს ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და მიიმალა.