„NDI-ის თუ სხვა რომელიმე სოციოლოგიური კვლევის გარეშე, მთავრობის მთავარი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევების შედეგების შეფასებისას განაცხადა.
„ჩვენ ძალიან აქტიური შეხვედრები გვაქვს საზოგადოებასთან და ნამდვილად ვიცით, რომ მოსახლეობისთვის პირველი პრობლემა არის სამუშაო ადგილები, სიღარიბის დაძლევა და მთავრობის მთელი ძალისხმევა მიმართულია ამ პრობლემების დაძლევისკენ. ეს პოლიტიკა გაგრძელდება. ყოველგვარი NDI-ის თუ სხვა რომელიმე სოციოლოგიური კვლევის გარეშე, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაჯანსაღებას და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის სოციალური პრობელმების გადაწყვეტას. ეს თემა ახალი არ არის. ასე რომ, რაიმე განსაკუთრებულ აღმოჩენას მე ამ კვლევებში ვერ ვხედავ", - განაცხადა მანანა კობახიძემ.