მსახიობმა დენიელ კრეიგმა დაადასტურა, რომ ბონდის შესახებ ახალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, საიდუმლო აგენტ 007-ის როლს მეხუთედ შეასრულებს.
მსახიობის თქმით, ეს მის მიერ შესრულებული ბოლო ჯეიმს ბონდი იქნება.
„მგონი, ეს ბოლო იქნება",- განაცხადა კრეიგმა.
ახალი ფილმი ეკრანებზე 2019 წლის 8 ნოემბერს უნდა გამოვიდეს.