logo_geo
eng_logo
აბაშის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს
- +

16 აგვისტო. 2017. 19:41

 


აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.


გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა სოფ. მარანსა და სოფ. პირველ მაისში გზების ასფალტობეტონის საფარით მოწყობის მეორე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები დაათვალიერეს.


მუნიციპალიტეტში გზების სარეაბილიტაციო კიდევ რამოდენიმე ლოკაციაზე მიმდინარებს. კერძოდ, მაცხოვრისკარიდან სოფ. ძველი აბაშის მიმართულებით; გამსახურდიას ქუჩის IV შესახვევში და აკაკის ქუჩის ბოლოდან სოფ. კოდორის მიმართულებით.


მეორე ეტაპის სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 163 179 ლარს შეადგენს. პროექტები „რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან" დაფინანსდა, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს „არქეოპოლისი" ასრულებს.



 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner