logo_geo
eng_logo
„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 4 ქართული ფილმი იბრძოლებს
- +

16 აგვისტო. 2017. 19:45



ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეერჩია 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან „ოსკარის" ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.


2 აგვისტოს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 11 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შემოვიდა 4 განაცხადი. შესაბამისად, „ოსკარზე" საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოლებს:


„ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი)

„მძევლები" (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი)

„საშიში დედა" (რეჟისორი: ანა ურუშაძე)

„ლუკა" (რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე)


რამდენიმე დღეში ეროვნული კინოცენტრი სპეციალური კომისიის წევრებს დაასახელებს, რომელთაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე საქართველოდან გამარჯვებული ფილმი უნდა გამოავლინონ. შერჩეული 4 ქართული ფილმის ჩვენება კომისიის წევრებისთვის 29-30 აგვისტოს გაიმართება.


ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებად ითვლება, 2018 წლის 4 მარტს ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner