ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 37 170 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.250 პროცენტით, მაქსიმალური 9.900 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.410 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 9.375 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.