logo_geo
eng_logo
როგორ აუხდათ მკითხავების ნათქვამი ცნობილ ადამიანებს?
- +

11 აპრილი. 2016. 18:29



მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლური რელიგია და სჯულის კანონი წინასწარმეტყველებებით გატაცებას გვიკრძალავს, ძალიან ცოტა თუ იქნება, ვისაც არ აინტერესებს ხვალინდელი დღის შეცნობა და საკუთარი მომავალი. ჩვენმა რუბრიკამ ცნობილ ადამიანებს ერთი კითხვით მიმართა - ყოფილხართ თუ არა წინას წარმეტყველთან და აგცხადებიათ თუ არა მისი ნათქვამი.


თემურ ჩხეიძე, თემურ ჩხეიძე, რეჟისორი:


- კი, მქონდა ასეთი შემთხვევა, ეს იყო 1989 წელს. 9 აპრილი ახალი მომხდარი იყო, მეგობარი გადამეკიდა, ჩემთან ამოდი, საინტერესო პიროვნება უნდა გაგაცნოო. ავედი, ეს კაცი პოლონელი იყო, საქართველოში კერძო მოწვევით იმყოფებოდა. ყველაფერი, რაც მითხრა, მისხალ-მისხალ დაემთხვა შემდგომში განვითარებულ მოვლენებს. მითხრა, რა მოხდებოდა რამდენიმე წლის მანძილზე არა მარტო ჩემს ცხოვრებაში, არამედ ზოგადად, რა დაემართებოდა საქართველოს, რა მოხდებოდა რუსეთში. გამაფრთხილა, რომ სასიკვდილო საფრთხე მემუქრებოდა და მომცა რჩევა-დარიგება, რა უნდა გამეკეთებინა, რომ ცოცხალი გადავრჩენილიყავი. რამდენიმე მოვლენა რომ ზუსტად აცხადდა, მერე მეც მივყევი მის რჩევებს, მით უმეტეს, რომ თვალწინ მედგა ახლობელი ადამიანი, რომელზეც მითხრა, - აი, შენს მეგობარს ვურჩიე, შეესრულებინა ჩემი ნათქვამი, არ დამიჯერა და ახლა სასიკვდილო სარეცელს არის მიჯაჭ ვულიო. მართლაც ასე იყო, მომაკვდავმა დამიდასტურა მისი ნათქვამი და სამ კვირაში გათავდა კიდეც. მას შემდეგ ეს კაცი თვალითაც აღარ მინახავს, არადა, ძალიან მინდა ვუთხრა, რომ მადლობელი ვარ მისი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მისი რჩევები რომ არ შემესრულებინა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი.


ქეთევან კიკნაძე, მსახიობი:


_ ჩემს ახალგაზრდობაში ბორჯომში ცხოვრობდა სახელგანთქმული მკითხავი - სონა, გოგოები წავიდნენ სამკითხაოდ და მეც მირჩიეს წასვლა. სხვათა შორის რიგიდან გამომყო და სხვებზე ადრე შემიყვანა. ბევრი არაფერი უთქვამს, მითხრა, ერთი თვის შემდეგ, ზუსტად ამ რიცხვში, უკვე გათხოვილი იქნებიო. შენზე 17 წლით უფროს მამაკაცს გაჰყვები, რომელიც უკვე პოპულარული ადამიანია და მთელი საქართველო იცნობს, ხელოვნების სფეროს მოღვაწეაო. მაშინ დაუჯერებლად ჩავთვალე მისი ნათქვამი, რადგან თაყვანისმცემელთა შორის არავინ იყო ამ ასაკის, ის ბიჭები, კი რომლებიც ჩემს თაყვანისმცემლად ითვლებოდნენ, ჩემთვის არც ერთი არ იყო საინტერესო და გათხოვება ჩემი შორეული პერსპექტივა მეგონა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ გავიცანი გიგა და ზუსტად ერთი თვის შემდეგ გათხოვილი ვიყავი. მკითხავმა ისიც მითხრა, რომ არასდროს ვინანებდი ჩემს არჩევანს და პირად ცხოვრებასა და კარიერაში წარმატებული ვიქნებოდი. ასე აგიხდათ ყველაფერი კარგი, ბევრი განსაცდელისა და პრობლემის მიუხედავად, არასოდეს დამცდენია ბედთან სამდურავი.


რეზო ჩხიკვიშვილი, რეზო ჩხიკვიშვილი, მსახიობი:


- რუსთავის თეატრის სპექტაკლმა „დარაბებს მიღმა გაზაფხულია", ჩემდაუნებურად პოპულარულ ადამიანად მაქცია, უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, ყველას წერილებზე პასუხის გაცემას ვერც ვასწრებდი, ცდილობდნენ, მიებაძათ ეკა ქუთათელაძისთვის, მასავით იკეთებდ ნენ თმას, ჩაცმის სტილში ბაძავდნენ, ამ რჩევა-რჩევამ მიმიყვანა 29 წლამდე. არავინ მყვარებია, მაგრამ ოჯახი ხომ უნდა შემექმნა და უნდა დასრულებულიყო ეს ფლირტები. გია ჯაჯანიძემ მითხრა, როგორი გოგოები მოგწონსო? ვუთხარი, - დაბალი და მსუქანი ნუ გამომეხმაურება, ჩემი აღნაგობის იყოს-მეთქი. გავუმხილე, რომ „ჩიორაში" რომ გოგო თამაშობს - ხათუნა ჩაგელიშვილი, მისი სტილის გოგონები მომწონდა. გიამ გადააბრუნა ყავის ფინჯანი, გულმოდგინედ დაათვალიერა ნახატები და თავდაჯერებით მითხრა, ძალიან მალე დაქორწინდები და ცოლად სწორედ ხათუნა ჩაგელიშვილს მოიყვანო. ალბათ, მალე დავშორდები-მეთქი... არა, სიცოცხლის ბოლომდე მასთან დარჩები და ძალიან ერთგული მეუღლე იქნებიო. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ყოფილა რთული პერიოდები, მაგრამ გიას წინასწარმეტყველება ამიცხადდა. მკითხავის რეკლამა არაფერში სჭირდება ჯაჯანიძეს, მაგრამ უამრავ ცნობილ ადამიანს აუცხადდა მისი წინასწარმეტყველება. სხვათა შორის, ხათუნათი ჩემი დაინტერესება იმანაც განაპირობა, რომ სხვა გოგოებისგან განსხვავებით, ჩემით აღტაცება არ გამოუხატავს, თურმე „დარაბებს მიღმა გაზაფხულია", რამაც ცნობილ და პოპულარულ ადამიანად მაქცია, არც კი ჰქონდა ნანახი. ამჟამად გვყავს ორი ვაჟი, ესეც მიწინასწარმეტყველა გიამ და ლამაზი და ჰარმონიული ოჯახი მაქვს.


ციალა გურგენიძე, მსახიობი:


- ისე მიყვარს მკითხაობა, რომ შუაღამისას კარგი მკითხავი რომ მიმასწავლოთ, ამ ხნის ქალი არ დავიზარებ და წავალ. სხვათა შორის, ერთი ექიმი ქალბატონი ისე გარდაიცვალა, რომ ვერავინ დააჯერა, მკითხავი არ ვიყავი. ბავშვი მყავდა ანალიზებზე წაყვანილი, მეგობარი ექიმებისგან ვიცოდი, რომ იმ კლინიკაში გაუთხოვარი ექიმები იყვნენ, ამიტომაც ერთ-ერთი ექიმის ფინჯანი ავიღე და თამამად ვუთხარი, რომ მის ქმარს ჰყავდა საყვარელი, მას კი - ავადმყოფი შვილი, მისი დაავადების დიაგ ნოზიც მითქვამს, ჩემი ჭკუით, მკითხავის როლი შევასრულე, მაგრამ რაც ვთქვი, საოცარი სიზუსტით აუცხადდა. მერე იქაურ მომუშავე პერსონალთა მთელი ბრიგადა მომადგა და მითხრეს, ვიცით, ფულს არ იღებთ, ქალბატონო ციალა, მაგრამ პატივისცემას არ დაგიკარგავთო. ბევრი რამე ამცხადებია წინასწარმეტყველებიდან, მაგრამ ცუდზე არ ამახვილებენ ყურადღებას და კარგს რომ ისმენ, გიხარია. ალბათ, ამიტომაც მომწონს მათთან ურთიერთობა.


მამუკა ლომაშვილი, პაროდიის თეატრის მსახიობი:


- ჩემი წინასწარმეტყველებასთან ურთიერთობა არ გასცილებია ქუჩაში გადამდგარ ბოშას და მეგობარ გოგონებს, რომლებიც თავს ირთობდნენ ყავის ლაქების ნახატების გაშიფვრით, თუმცა ერთის ნათქვამი დამამახსოვრდა, მან გამოიცნო ჩემი მომავალი მეუღლის სახელი და პროფესია. მას უკვე ვიცნობდი, ამიტომაც დამამახსოვრდა.


მაკა ბურდული, კინორეჟისორი:


- თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას გამომიმუშავდა ისეთი უნარი სხვისი ცხოვრების გაჩხრეკისა, კინაღამ ყველა მკითხავს „ავახიე" კლიენტი. რეჟისორმა მირცხულავამ სტუდენტობისას დაგვავალა, ყავის ფინჯანი აგვეღო ხელში და ისე გვესაუბრა, უნდა გაგვერკვია, მათი გამომეტყველების მიხედვით რამდენად სწორად შეგვეძლო მისი აღქმა, ეს პროფესიული თამაში იყო, მაგრამ იმდენად გამიტაცა, რომ მართლაც ბევრ ცნობილ მკითხავს ვუწევდი კონკურენციას, თუმცა ეს იყო დავალება და სახელად ერქვა „ტიპაჟის ამოცნობა". როცა ადამიანს შევხედავ, მაშინვე ვხვდები, ვინ რომელი ზოდიაქოს ნიშანია. 19 წლის ასაკში მიწინასწარმეტყველეს, რომ 29 წლამდე ვერ გავთხოვდებოდი, ეჭვი მეპარებოდა ამ ნათქვამში, რადგან თაყვანისმცემლები არ მაკლდა. მართლაც, 29 წლის ასაკში გავთხოვდი. სხვა ბევრი რამეც ამცხადებია, მაგრამ გამორჩეულად ეს დამამახსოვრდა.

 

მაია იასეშვილი


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner