ჩინელმა და ამერიკელმა მეცნიერება ვაშლის ყველაზე პოპულარული სახეობის ე.წ. შინაური ვაშლის (Malus Domestic) წარმომავლობა დაადგინეს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
სპეციალისტების თქმით, შინაური ვაშლის სამშობლო ყაზახეთია. შემდეგ ეს სახეობა დიდი აბრეშუმის გზის მარშრუტით გავრცელდა და სხვა სახეობებს შეერია.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თანამედროვე ვაშლის სახეობების დაახლოებით 46% სწორედ ყაზახეთიდან მოდის. ამის დასადგენად სპეციალისტებმა ვაშლის 24 სახეობა შეისწავლეს, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკიდან და ჩინეთიდან.