თბილისში, წყნეთის ქუჩაზე ხანძარი იყო. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, დაახლოებით 10 კვ.მ. ფართის შეკიდული ჭერი აალდა. სავარაუდოდ, ცეცხლის გაჩენის მიზეზად ელექტროგაყვანილობა იქცა.
ხანძრის გამო, ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. მეხანძრე-მაშველების სამმა ჯგუფმა ცეცხლი მალევე ჩააქრო.