აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრი სახლის 2 საბჭო დაითხოვა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
საუბარია წარმოებისა და სტრატეგიისა და პოლიტიკის საბჭოებზე. მიზეზი კი კომპანიების ხელმძღვანელის მხრიდან ტრამპის კრიტიკა გახდა, რომლებიც აღნიშნული საბჭოს წევრები არიან.
კომპანიების ხელმძღვანელების უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ ტრამპმა ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში განვითარებულ მოვლენებში დაპირისპირებული ორივე მხარე დაადანაშაულა.