დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 763 107 ლარს შეადგენს. პროექტის განხორციელება პრიორიტეტულია მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდის მიმართულებით.
სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშოების დასრულება 2018 წლის ივლისშია დაგეგმილი.