logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნოს
- +

11 აპრილი. 2016. 18:30



„უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი, შესაძლოა, ოდესის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიკავოს.



გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის გადადგომის შემდეგ მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა, ცვლილებები განხორციელდეს, თუმცა, ახალი მინისტრთა კაბინეტში, რომელსაც როგორც დაგეგმილია, უმაღლესი რადას სპიკერი ვლადიმირ გროისმანი უხელმძღვანელებს, დიდი ალბათობით შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, იუსტიციის მინისტრი პაველ პეტრენკო და კულტურის მინისტრი ვიაჩესლავ კირილენკო პოსტებს შეინარჩუნებენ.



გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ შეიცვლება ფინანსთა მინისტრი ივან მიკლოში, დეპუტატი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე კი, ევროინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტზე გადაინაცვლებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner