სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:
„პატიმრობის კოდექსსა და მის თანმდევ კანონებში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, იქმნება ახალი - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, სადაც განთავსდებიან დაბალი და საშუალო რისკის მსჯავრდებულები;
განათლების მიღებისა და დასაქმების მიზნით, ასევე დასვენებისა და უქმე დღეებში, მსჯავრდებულებს დაწესებულების დროებით დატოვების უფლება მიეცემათ", - ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში.