მას მერე, რაც ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი საავადმყოფოშია, შორენას გვერდიდან არ მოშორებია მეგობარი, კახა მამულაშვილი (მამულიჩა). ევა ბარბაქაძის მდგომარეობის შესახებ „პრაიმტაიმს" მამულიჩა ესაუბრა:
„ევას რეფლექსები დაუბრუნდა. ერთ კვირაში საავადმყოფოდან გამოწერენ. მერე რეაბილიტაცია დასჭირდება. დიდი მადლობა ქართველ ექიმებს, ყველაფერი გააკეთეს, მე ვიტყოდი, შეუძლებელიც. მადლობა უამრავ ადამიანს, ვინც შორენას გვერდში ედგა.
ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევა გაივლის. მთავარია, მგრძნობელობა დაუბრუნდა. ფეხზეც გაივლის და თუ დასჭირდა იცეკვებს კიდეც", - ამბობს მამულაშვილი.