logo_geo
eng_logo
გიორგი ჩოგოვაძე: დღევანდელმა დღემ კიდევ ერათხელ მასწავლა მარტივი ჭეშმარიტება...
- +

17 აგვისტო. 2017. 03:10



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

„მადლობა,

 

ზრდასრულ ასაკში დღევანდელმა დღემ კიდევ ერათხელ მასწავლა და დამანახა მარტივი ჭეშმარიტება: ჩვენთვის ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ურთიერსიყვარული, ურთიერთპატივისცემა და გვერდით დგომა.

 

დღეს ჩემთვის გამორჩეული და დაუვიწყარი დღე იყო, რაც თქვენი დამსახურებაა და სწორედ ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ, რომ ყოველგვარი კორექტულობისა თუ პოლიტქორექტულობის გარეშე გაგიზიაროთ ჩემი სენტიმენტები, გითხრათ რომ ბედნიერი ვარ, რომ ამდენმა ადამიანმა, ნაცნობმა თუ უცნობმა, მეგობარმა თუ კოლეგამ, უფროსმა და უმცროსმა გამოხატა მხარდაჭერა და სიყვარული!

 

მადლობა", - წერს ჩოგოვაძე.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner