ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:
„მადლობა,
ზრდასრულ ასაკში დღევანდელმა დღემ კიდევ ერათხელ მასწავლა და დამანახა მარტივი ჭეშმარიტება: ჩვენთვის ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ურთიერსიყვარული, ურთიერთპატივისცემა და გვერდით დგომა.
დღეს ჩემთვის გამორჩეული და დაუვიწყარი დღე იყო, რაც თქვენი დამსახურებაა და სწორედ ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ, რომ ყოველგვარი კორექტულობისა თუ პოლიტქორექტულობის გარეშე გაგიზიაროთ ჩემი სენტიმენტები, გითხრათ რომ ბედნიერი ვარ, რომ ამდენმა ადამიანმა, ნაცნობმა თუ უცნობმა, მეგობარმა თუ კოლეგამ, უფროსმა და უმცროსმა გამოხატა მხარდაჭერა და სიყვარული!
მადლობა", - წერს ჩოგოვაძე.