logo_geo
eng_logo
კახა კალაძეს მაგარი კონკურენტი გამოუჩნდა!
- +

17 აგვისტო. 2017. 03:13



აჰა, როგორც იქნა, გამოუჩნდა კახა კალაძეს მაგარი კონკურენტი. ეგრეც ვიცოდი, რომ ვიღაც წონიანი აუცილებლად გამოჩნდებოდა და დაიწყებოდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა.


მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავახუროთ, თბილისის მერობისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ლგბტ თემის წევრი ნინო ბოლქვაძეც იბრძოლებს. ბოლქვაძე საზოგადოებას დამოუკიდებელ კანდიდატად წარუდგება, თუმცა "რესპუბლიკური პარტია" მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მოლაპარაკებები "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებსა და ნინო ბოლქვაძეს შორის უკვე მიმდინარეობს.


გაიგონეთ? მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობსო. იმედია, მშვიდობიანად დამთავრდება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქართველ ხალხს სურს. რა იყო, ხალხო, რას აიტმუკნეთ ტუჩები ზოგიერთმა, ლგბტ მერი რომ გვეყოლება, ცუდია? ქალბატონი ნინო ბოლქვაძე არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის " იურისტი და ჟურნალ "ლიბერალის" ბლოგერია. მეტიც, თურმე ბათუმში გამართულ  ტოლერანტობის სემინარზე, ერთ-ერთი კონკურსანტის მიერ დასმული კითხვის დროს ორგანიზციის იურისტმა ნინო ბოლქვაძემ კონკურსანტების და მედიის წინაშე საჯაროდ განაცხადა რომ იგი ლესბოსელი ქალია და ფიქრობს რომ ამაში ცუდი არაფერია. ბოლქვაძემ განაცხადა, რომ მისი შვილები მისთვის ყველაზე დიდი დასაყრდენი არიან და მისმა შვილებმა იციან მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ. ვაჰ, „დაჟე" შვილებმა იციან... ესე იგი, თუ შვილები ჰყავს, ქმარიც უნდა ჰყავდეს... მერე, ქმარმა იცის? თუ არ იცის კიდე, რაააა, რა პრობლემაა? დაიკიდეთ!


p.s. ალო, "რესპუბლიკელები", რა ხდება მანდ, კარგად ხართ? კარგად არც ადრე იყავით, მაგრამ მაინც მოგიკითხეთ.











 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner