logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: „ნაცები“ დედამიწის გაჩერებას აპირებენ, ფრთხილად ჩადით, ფეხი არაფერს წამოჰკრათ!
- +

17 აგვისტო. 2017. 03:34



მოკლედ, მიხა სააკაშვილს საქართველოში ჰყავს სამი მძიმე ქალი, ანუ მძიმე არტილერია, სამი ანგელოზი. ისინი მხოლოდ ფიზიკურად არ არიან მძიმეები, გონებრივადაც მოდიან შესაბამისობაში. ესენი არიან: მეგი გოცირიძე, მაია ორჯონიკიძე, ელისო კილაძე, რომლებიც ისე ჰგვანან ერთმანეთს, გეგონება ტყუპი დები არიანო. თუმცა დაკვირვებული თვალი მაინც იოლად შეამჩნევს მათ შორის განსხვავებას... მაგალითად, თუ მეგის ზებუნებრივი ნიჭიც გააჩნია და ამა წლის ოქტომბერში დედამიწის გაჩერებას აპირებს, სერგოს შთამომავალი მაია საქართველოს მავნე ხელისუფლების დამხობას ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ეცდება. რაც შეეხება ელო კილაძეს, ეს გახლავთ კახელების კლანის რისხვა და უფრო შიდა საქმეების მოგვარებითაა დაკავებული. თუმცა პერიოდულად რეკომენდაციებს იღებს ამერიკელი მეგობრებისგან. მართალია, ელო არ ამჟღავნებს, ვინ არიან მისი ამერიკელი მეგობრები, მაგრამ აშკარად ჩანს, ისინიც მაგრად უნდა აჟუილებდნენ.


გადავიდეთ ფაქტებზე: მას შემდეგ, რაც საქართველოში სიცხემ 40 გრადუსს გადააჭარბა, სამივე მძიმეწონოსანს თავში სისხლის მიმოქცევა უფრო გაუაქტიურდა და დაიწყეს კიდეც პოლიტიკური მოწოდებების ფანტვა.


მეგი გოცირიძე: „ოქტომბერში დედამიწას ვაჩერებთ, ქოცები ჩადიან"!


მაია ორჯონიკიძე: "სექტემბრიდან დიდი ამბები დაიწყება - პოროშენკოთი... რიგში დგანან კიმ ჩენ ინი, პუტინი და ივანიშვილი - რა კრებულია"!


ელისო კილაძე: „ჰაკიმ ფაშამ მარშისტებს 300 000 ლარი უკვე გადაუხადა. უნდა შეგროვდეს 25 000 კაცი, თბილისში და საქართველოს დიდ ქალაქებში უნდა გაიშალოს კარვები და დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და კვირიკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.

წინა სამი გეგმა ხომ ჩაგიშალეთ, ესეც ბოლო და წაგებული პარტიაა, ირაკლი!

კახელების კარტელის ისტორია ოქტომბერში დასრულდება და რუსების ბოლო ფორ პოსტიც დაეცემა.

ისე ოქტომბრამდე აგვისტო-სექტემბერია.

შეხვედრამდე"!


აქ მიხას ქალების (არადა, მიხას ადრე უკეთესი გემოვნება ჰქონდა) გეგმები სამ კატეგორიად იყოფა: ზებუნებრივი, ბუნებრივი და ადგილობრივი. ისინი აპირებენ, სექტემბრიდან საქართველოს შემოუტიონ სამი ფლანგიდან... ანუ, როგორც ძველები იტყვიან ხოლმე, გახსნან სამი ფრონტი - კოსმოსიდან, აშუშუდან და შიგნიდან!


მას შემდეგ, რაც ელომ კახელების კარტელის სამი გეგმა ჩაშალა (ოღონდ არ ვიცით, რომელ სამ გეგმაზეა საუბარი, მის ტვინში გრიფით „საიდუმლო" ადევს), ახლა დროა, მეგიმ ცოტა ხნით გააჩეროს დედამიწა (არგამჩერებლის დედა მოვტყან!) და როცა „ქოცები" ჩავლენ, უცებ საქართველოში გაჩნდება თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი მიხა. თუმცა, მოგეხსენებათ, ეგეთ რაღაცებს ბუნებრივად მოჰყვება ხოლმე რაღაც მცირე კატაკლიზმები, გარდამავალ პერიოდს მიხედავს ელო, დარდი არ გქონდეთ.


რა გაცინებთ, აქ სასაცილოს ხედავთ რამეს? ხალხო, მართალია, საქართველოს ბედი სულ ტრაგიკულია, მაგრამ ყველა პერიოდში, ყველა კრიტიკულ მომენტში გამოჩნდება ხოლმე მხსნელი. აქამდე ერთი მხსნელი გამოჩნდებოდა ხოლმე, ახლა კი გამოჩნდა სამი, თუ მიხასაც მივათვლით - ოთხი. დაიჩოქეთ და ილოცეთ, თავი მიწას ახალეთ, თქვით მადლობა, რომ ასეთი ბედნიერება მოგვანიჭა უფალმა!


ახლა მკითხავთ, მეგი გოცირიძემ დედამიწა როგორ უნდა გააჩეროსო? როგორ და... აი, ამას წინებზე მთვარე რო დაბნელდა, იგრძენით, ხო? ეგ იყო, ეგა, მეგიმ ჩაატარა ტრეინინგი, ძალები გამოსცადა... უახლოეს ხანში მზეც დაბნელდება, დარწმუნებული ვარ, ეგეც გამოუვა და ამის მერე გაჩერდება დედამიწაც, ჩავლენ ძმაო, ქოცები და დარჩებიან მხოლოდ ნაცები, სუ ეგენი იქნებიან ამერიკელებთან ერთად - რუსები და ქოცები „ჩკა"! არ გჯერათ? მაშინ ნახეთ, რას წერს თავის „ფეისბუკში" მიხას ერთ-ერთი ანგელოზი მაია ორჯონიკიძე:


„ერთი წამით წარმოვიდგინე რომ ამერიკა

არ არსებობს და კინაღამ ინფარქტმა მგლიჯა".


ხედავთ? კინაღამ გლიჯა! მართალია, მაიას ოჯახი ტრადიციულად რუსეთს და რუსებს ეტრფოდა, მაგრამ ახლა ასეა საჭირო, ახლა ამერიკაა ამ ადამიანის სალოცავი. ანასესა და მანასეს ამბავი ხომ გაგიგიათ? აი, ზუსტად ეგრეა - ხან ასე და ხან ისე.


მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და... სექტემბრიდან უნდა ველოდოთ ამ სამი დედაკაცის ყანყალს. რაც უფრო მოახლოვდება ადგილობრივი არჩევნები, მით უფრო მეტად დაეწყებათ ორგანიზმში კატაკლიზმები და ბუნებრივია, ეს ქვეყანაზეც აისახება!


p.s. ჰოდა, კიდევ იმის თქმა მინდოდა... ქოცებო, ნაცები დედამიწას რომ გააჩერებენ, ფრთხილად ჩადით, ფეხი არაფერს წამოჰკრათ!

 


გელა ზედელაშვილი












 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner