logo_geo
eng_logo
გია ნოდია: ტრამპი საბოლოო ჯამში სულელია!
- +

17 აგვისტო. 2017. 03:48


 

ექსპერტი გია ნოდია სოციალურ ქსელშიშემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კიდევ კარგი, რომ ტრამპმა ბოლოს თქვა, რაც უნდა ეთქვა, ანუ ცალსახად დაგმო რასისტები.

 

მაგრამ კიდევ ერთი კრიზისი რატომ გაიჩალიჩა და დემოკრატებიან-რესპუბლიკელებიანად ყველას თავი რატომ აგინებინა? რაღაც სპეციფიკური ნიჭები ალბათ აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში სულელია. სხვა ახსნა ვერ ვიპოვე.

 

როგორც ადრე ვამბობდი: ფაშისტი არა, იხვი. უბრალოდ, უიმედოდ არაკომპეტენტურია. ნარცისი პოლიტიკოსი ვის გაკვირვებია, მაგრამ ეს ყველა საზღვარს ლახავს. ბარდაკი ვის არ უნახავს თეთრ სახლში, მაგრამ ასეთი?

 

P.S. ვიცი, რომ მის მოწინააღდეგეებს შორისაც ბევრი სულელიცაა და იდეოლოგიური ფანატიკოსიც. მაგრამ ტრამპს რა შეღავათი ამით?" - წერს ნოდია.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner