logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: კეზერაშვილის ხელში საქართველო ძალიან სერიოზული მოთამაშე იყო იარაღით უკანონოდ ვაჭრობის მსოფლიო სქემაში!
- +

11 აპრილი. 2016. 18:47


 

რეჟისორი გოგა ხაინდრავა წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ მწვავე კრიტიკას არასოდეს იშურებდა და ამჟამადაც სააკაშვილის ხელისუფლებას იარაღით უკანონოდ ვაჭრობაში სდებს ბრალს. „პრაიმტაიმთან" საუბრისას მან განაცხადა, რომ სსეთ ვაჭრობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის მოხელეების მხრიდან.




„კეზერაშვილის ხელში საქართველო ძალიან სერიოზული მოთამაშე იყო იარაღით უკანონოდ ვაჭრობის მსოფლიო სქემაში. თქვენ როგორ გგონიათ, კეზერაშვილი იარაღით სააკაშვილის გარეშე ვაჭრობდა? ან რა თანხებით ცხოვრობენ საქართველოდან გაქცეული უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და როგორც ვიცი, არც არაფერი უჭირთ? ამის მაგალითები საკმარისია, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად ამ საქმეების განხორციელებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის მოხელეების მხრიდან", - განაცხადა ხაინდრავამ.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner