„ქართულ ოცნებას" აქვს გამარჯვების დიდი შანსი", - ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე აცხადებს. მისი თქმით, დანარჩენ პოლიტიკურ ორგანიზაციებს მომავალ არჩევნებზე ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნებათ.
„მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასაც". რაც მათი აქციები ვნახე თავისი ჯაჭვებით და სამაჯურებით, ეს უფრო იყო ამ პოლიტიკური ძალის პანაშვიდი და არა რაიმე პერსპექტივის მქონე პარტიის ღონისძიება. ვისურვებდი, მომავალი პარლამენტი მრავალფეროვანი იყოს, თუმცა მეეჭვება, ასე მოხდეს", - განაცხადა მაღრაძემ.