logo_geo
eng_logo
გაზიანი სასმელები ადამიანს აბერებს - ახალი კვლევის შედეგები
- +

20 თებერვალი. 2016. 11:57



თუ ხშირად სვამთ გაზიან სასმელებს, თავს ნაადრევად იბერებთ. ასეთია ახალი მეცნიერული კვლევის დასკვნა. კვლევაში 5 309 მოზარდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც გაზიან სასმელს და ხილის წვენებს სვამდნენ. შემდეგ მენციერებმა შეადარეს ტელომერები - ქრომოსომები, რომლებიც დაბერების პროცესზე არიან პასუხისმგებლები. მათი საშუალებით შესაძლებელია ბიოლოგიური ასაკის გამოანგარიშება და დიაბეტის, სიმსივნური და კარდიოვასკულარული დაავადებების ალბათობის დადგენა.


სხვადასხვა ფაქტორების შეფასების შედეგად, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ყოველდღიურად 200 მილიგრამზე მეტი გაზიანი სასმელის მიღება ტელომერის შემცირებას იწვევს. თუ ყოველ დღე ნახევარ ლიტრიან გაზიან სასმელს იღებთ, თქვენი ბიოლოგიური ასაკი 4,6 წლით უფრო დიდი იქნება, ვიდრე მათი, ვინც გაზიან სასმელს არ ეტანება. ზუსტად იმავე შედეგს იძლევა სიგარეტის მოწევაც.



 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner