logo_geo
eng_logo
„ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარეს
- +

17 აგვისტო. 2017. 17:33



ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ჯემ ფესტის" დამფუძნებელი გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარა.


გიორგი სიგუას განცხადებით, მზადაა, უწყებაში გამოცხადდეს და ყველა კითხვას უპასუხოს.


„წესით და რიგით, საქართველოში არ უნდა ჩამოვსულიყავი ასე მალე, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ასე ძალიან დაინტერესდა „ჯემ ფესტის" საქმიანობით, ამოიღეს ჩვენი დოკუმენტაცია, წაიღეს კომპიუტერები ოფისიდან და ა.შ. სწორედ იმისთვის, რომ არ ჩათვალოს ვინმემ, თითქოს სადღაც გავიქეცი ან ვიმალები, სასწრაფოდ შევწყვიტე ვიზიტი და ჩამოვედი. ხვალ მივდივარ დაკითხვაზე, ნებისმიერ კითხვას რომ ვუპასუხო", - განაცხადა სიგუამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner