logo_geo
eng_logo
ბარსელონაში ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა
- +

17 აგვისტო. 2017. 21:14



როიტერის ინფორმაციით, ბარსელონაში, რამბლაზე მომხდარ ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა.


შეგახსენებთ, რამბლას მოედანზე ფურგონი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ესპანური გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, სამართალდამცველები ამ დროისთვის ფურგონის მძღოლს ეძებენ, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან გაქცევა შეძლო.


ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბარსელონას პოლიცია მეორე მიკროავტობუსს ეძებს. რამბლას ტერიტორიაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირების სამძებრო სპეცოპერაცია ტარდება.


დადასტურდა, რომ პირველი ფურგონი, რომელიც ხალხის მასსაში შევარდა, ფიატის მარკისაა. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, აღნიშნულ ტერიტორიას არ მიუახლოვდნენ. დაკეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.


სააგენტო „ფრანს პრესის" ინფორმაციით, ესპანური პოლიცია აცხადებს, რომ ბარსელონაში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი,სავარაუდოდ, ქალაქის ერთ-ერთ ბარში იმალება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner