ესპანური მედიის ცნობით, მეორე მიკროავტობუსი ბარსელონას შემოგარენში იპოვნეს. სამართალდამცველებმა მანქანაში ესპანური პასპორტი აღმოაჩინეს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილებს თეთრი ფერის ფიატის მარკის მეორე მიკროავტობუსი სავარაუდოდ ნაქირავები ჰყავდათ.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის ერთი ან რამდენიმე ფიგურანტი შემთხვევის ადგილიდან შესაძლოა, მეორე მიკროავტობუსით მიმალულიყო.
პოლიციამ ეჭვმიტანილის სავარაუდო აღწერილობა გაავრცელა. ფურგონის მძღოლი სავარაუდოდ 1.70 მ. სიმაღლისაა და ინციდენტის დროს ცისფერ ზოლიანი თეთრი ფერის პერანგი ეცვა. ასევე სააგენტო "ფრანს პრესი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი რამბლას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში იმალება.