logo_geo
eng_logo
ბარსელონაში საქართველოს საკონსულოს ცხელი ხაზი - საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა
- +

17 აგვისტო. 2017. 21:24



ესპანეთის სამეფოს ქალაქ ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში, საქართველოს მოქალაქეების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ შესულა. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს საკონსულოს ცხელ ხაზზე განუცხადეს.


მათივე ცნობით, როგორც კი რაიმე სიახლე იქნება, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელებს.


რამბლას მოედანზე ფურგონი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ესპანური გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, სამართალდამცველები ამ დროისთვის ფურგონის მძღოლს ეძებენ, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან გაქცევა შეძლო.


ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბარსელონას პოლიცია მეორე მიკროავტობუსს ეძებს. რამბლას ტერიტორიაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირების სამძებრო სპეცოპერაცია ტარდება.


დადასტურდა, რომ პირველი ფურგონი, რომელიც ხალხის მასაში შევარდა, „ფიატის" მარკისაა. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, აღნიშნულ ტერიტორიას არ მიუახლოვდნენ. დაკეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner