სპეცოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის ცენტრში პუშკინის ქუჩაზე, სადაც სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
წინასწარი ინფორმაციით სპეცოპერაცია მასაჟის სალონში მიმდინარეობს, სადაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს.
სპეცოპერაციას კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ატარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 251-ე მუხლით არის დაწყებული რაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.