logo_geo
eng_logo
ესპანეთის პოლიცია: ბარსელონაში ტერაქტის დროს დაღუპულია ერთი და დაშავებულია 32 ადამიანი
- +

17 აგვისტო. 2017. 21:40



ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, ბარსელონაში ტერაქტის დროს დაღუპულია ერთი და დაშავებულია 32 ადამიანი.


ესპანური გამოცემა „ელ პაისი"-ის ინფორმაციით, კი ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა.


რამბლას მოედანზე ფურგონი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ესპანური გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, სამართალდამცველები ამ დროისთვის ფურგონის მძღოლს ეძებენ, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან გაქცევა შეძლო.


დადასტურდა, რომ ფურგონი, რომელიც ხალხის მასაში შევარდა, „ფიატის" მარკისაა. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, აღნიშნულ ტერიტორიას არ მიუახლოვდნენ. დაკეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner