ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, ბარსელონაში ტერაქტის დროს დაღუპულია ერთი და დაშავებულია 32 ადამიანი.
ესპანური გამოცემა „ელ პაისი"-ის ინფორმაციით, კი ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა.
რამბლას მოედანზე ფურგონი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ესპანური გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, სამართალდამცველები ამ დროისთვის ფურგონის მძღოლს ეძებენ, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან გაქცევა შეძლო.
დადასტურდა, რომ ფურგონი, რომელიც ხალხის მასაში შევარდა, „ფიატის" მარკისაა. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, აღნიშნულ ტერიტორიას არ მიუახლოვდნენ. დაკეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.