ბრიტანული ტაბლოიდის The Sun-ის ინფორმაციით, ბარსელონას ტურისტულ უბანში La Boqueria-ზე მდებარე რესტორანში შევარდნილმა ორმა შეიარაღებული მამაკაცმა მძევლები უკვე გაათავისუფლა.
გამოცემა La Vanguardia-ის ცნობით, 56 დაშავებულია გადაყვანილი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა საავადმყოფოში. გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 10 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
შეგახსნებთ, მას შემდეგ რაც რამბლას ქუჩაზე ფურგონი ხალხში შევარდა, ორი შეიარაღებული მამაკაცი რესტორანში შეიჭრა.