ბარსელონაში კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. გამოცემა El Economista -ის ინფორმაციით, დიაგონალის გამზირზე, ავტომობილი 3 სამართალდამცველს დაეჯახა.
ამ ეტაპზე უცნობია, ინციდენტი არის თუ არა კავშირი ბარსელონაში ცოტა ხნის წინ მომხდარ ტერაქტთან, რომლის დროსაც ფურგონი რამბლას ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა.
განიხილება ვერსია, რომ შესაძლოა, მძღოლმა ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა. კატალონიის პოლიციის თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია უცნობია.