სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში პუშკინის ქუჩაზე რვა ადამიანის დაკავებით დასრულდა.
პუშკინის ქუჩაზე, ერთერთ მასაჟის სალონთან სამართალდამცველები 2 საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული.
შსს ინფორმაციით, დაკავებულ პირებს ბრალად პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა ედებათ. როგორც შემთხვევის ადგილიდან პირველი არხის კორესპონდენტი იუწყება პოლიციის ეკიპაჟებმა სამმართველოში სულ რვა ადამიანი გადაიყვანეს.
სპეცოპერაცია კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ჩაატარა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით არის დაწყებული რაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.