logo_geo
eng_logo
ესპანური მედიის ინფორმაციით, ტერაქტში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია
- +

17 აგვისტო. 2017. 23:27



ესპანური მედია სპეცოპერაციის დროს ორმხრივი სროლის შედეგად ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ლიკვიდაციის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.


პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილი, დრის ოუქაბირი მაროკოშია დაბადებული, თუმცა ესპანეთში ცხოვრობდა. ინფორმაციას ტელეკომპანია 24 Horas ავრცელებს.


ესპანური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება წარსულში სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმყოფებოდა. ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა.


პოლიცია ამ დროისთვის დრის ოუქაბირის სოციალურ ქსელებს ამოწმებს. ბარსელონაში გაემგზავრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.


ქალაქის ცენტრში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ტაქსის მძღოლები მოსახლეობას უფასოდ ემსახურებიან. ბარსელონაში ყველა სახის გასართობი ღონისძიება გადაიდო.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner