logo_geo
eng_logo
თბილისს გარე განათების კონტროლის თანამედროვე სისტემა ექნება
- +

17 აგვისტო. 2017. 23:45



თბილისის გარე განათების მართვისა და კონტროლის ახალი სისტემის მონტაჟი დაიწყო, რომელიც გარე განათების სხვადასხვა ობიექტიდან ინფორმაციის მიღება-გაცემას 0,5 წამში უზრუნველყოფს.


სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.


​როგორც "სითი კვირას" კომპანიაში განუცხადეს, ახალი სისტემის მეშვეობით დედაქალაქის გარე განათების მართვა და კონტროლი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, GSM სისტემის ნაცვლად ახლა უკვე GPRS კავშირით განხორციელდება, როგორც ცენტრალური სადისპეჩერო ფარიდან, ასევე სმარტფონისა და პლანშეტის გამოყენებით.


​მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სისტემის დახმარებით, უკვე შესაძლებელია ელ. ენერგიის ხარჯისა და შემომავალი ძაბვის ქსელში გაუსვლელად - ონლაინ რეჟიმში კონტროლი.


დღეის მდგომარეობით, მართვისა და კონტროლის ახალი სისტემა თბილისში არსებული 900 ჩამრთველი პუნქტიდან 50 ერთეულზე უკვე დამონტაჟებულია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner