თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი, დავით მიქიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ, ჩაანაცვლა.
აღნიშნული ფაქტი „კვირას" შს სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე თქმით, სამინისტროში როტაცია განხორციელდა, ხოლო რაც შეეხება დავით მიქიაშვილს, ის თეიმურაზ კუპატაძის ძველ თანამდებობას, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტს ჩაიბარებს.