ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, ამის შესახებ კატალონიის ხელისუფლებაში განაცხადეს.
ამასთან, ქვეყანაში 18 აგვისტოს, ტერაქტის დროს გარდაცვლილთა მხარდასაჭერად, 12:00 საათზე ხუთწუთიანი დუმილი იგეგმება.
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში შაბათ-კვირას დაგეგმილი ყველა შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება.
ტერაქტის შედეგად ჰოსპიტალიზებული 80-ზე მეტი ადამიანიდან, 15 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
წითელი ჯვრის წარმომადგენლები გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.