კატალონიის პოლიციის უფროსმა ხოსე ლუის ტრაპერომ დაადასტურა კავშირი ქალაქ ალკანარში მომხდარ აფეთქებასა და ბარსელონას ცენტრში მომხდარ ტერორისტულ აქტს შორის.
როგორც ტრაპერომ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, 17 აგვისტოს, გამთენიისას ალკანარში, ნარკოლაბორატორიაში აფეთქება მოხდა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
პოლიციის უფროსის ცნობით, დაღუპულებს შორის ერთ-ერთი წარმოშობით მაროკოელია.
ამასთან, შემთხვევის ადგილზე გაზის ბალონები იქნა აღმოჩენილი. აფეთქების შედეგად ლაბორატორიის ახლოს მდებარე 6 შენობა დაზიანდა.
როგორც კატალონიის პოლიციის უფროსმა აღნიშნა, განმეორებით ტერორისტულ აქტს უახლოეს საათებში, გამორიცხავს.